კონფერენციების ორგანიზაციის მომსახურება

მთარგმნელობითი სააგენტო „კავკაზუს თრანსლეიშენს“ სრული სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებელია თქვენი კონფერენციის საორგანიზაციო მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ კონფერენციების ორგანიზების  მომსახურებას სახელმწიფო სექტორს, კერძო სექტორსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაქვს კორპორაციული კონფერენციების, სამეცნიერო და ტექნიკური კონფერენციების, სავაჭრო გამოფენების, სემინარებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებაში. ჩვენ გვყავს ღონისძიებათა ორგანიზატორების გამოცდილი ჯგუფი, რომელიც ჩვენს კლიენტებს ეხმარება წარმატებული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის ჩატარება სასიამოვნო გამოცდილებაა, იგი მოითხოვს ბევრ დროს, ენერგიას, კომპეტენტურობას, გაგებას და აღჭურვილობას. ეს აგრეთვე საჭიროებს ბევრ დაგეგმვას, ორგანიზებასა და ჯგუფის კოორდინირებას. ღონისძიებათა ორგანიზატორების  პროფესიონალური ჯგუფი  გთავაზობთ პერსონალიზებულ და რენტაბელურ გადაწყვეტილებებს დადგენილ ვადაში.  ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კლიენტებთან და ყოველთვის ვითვალისწინებთ წინადადებებსა და კომენტარებს. ჩვენ მეგობრულად გთავაზობთ ხარისხს, საიმედოობას და ეფექტურობას.
 
მთარგმნელობითი სააგენტო „კავკაზუს თრანსლეიშენს“ გთავაზობთ სინქრონული თარგმანის მომსახურებას საერთაშორისო წარმომადგენლების დასწრებით ჩასატარებელ კონფერენციებზე. ჩვენი სინქრონისტ-თარჯიმნების მაღალკვალიფიციური ჯგუფი გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას ყველა კავკასიურ, აზიურ და ევროპულ ენებზე. ჩვენი სინქრონისტი-თარჯიმნები არიან საკითხის სპეციალისტები და ენის მატარებლები, და აგრეთვე  აქვთ კომპეტენტურება კულტურული თვალსაზრისით. მათ საჭირო უნარ–ჩვვები აქვთ, რომ წამიერი შეფერხების ფარეშე თარგმნონ. კონფერენციზე თარჯიმნები გუნდურად მუშაობენ.
 
სინქრონული თარგმანისთვის საჭიროა  სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც შედგება ხმის იზოლირებული  კაბინის, ყურსასმენების, მიმღების, მიკროფონის, გადამცემისა და სხვა აღჭურვილობისგან. მთარგმნელობითი სააგენტო „კავკაზუს თრანსლეიშენს“ უზრუნველყოფს აღჭურვილობას სინქრონული თარგმანისთვის სინქრონული თარგმანის მომსახურებასთან ერთად. ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი ღონისძიების ჩატარების ადგილზე მოდის კონფერენციის დაწყებამდე და ამონტაჟებს აღჭურვილობას. ჯგუფი ყოველთვის ესწრება კონფერენციას ხარვეზების აღმოფხვრისა და აღჭურვილობის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.