იურიდიული თარგმანი

 
ჩვენ გვესმის იურიდიული დოკუმენტაციის სიზუსტის მნიშვნელობა. იურიდიული დოკუმენტების, საერთაშორისო კონტრაქტების და ხელშეკრულებების, უცხოური სამართლის, სასამართლო დოკუმენტაციისა და ნორმატიული აქტების თარგმანის სიზუსტე დამოკიდებულია იურიდიული ტერმინოლოგიის ღრმა ცოდნაზე. ჩვენი მაღალკვალიფიციური იურიდიული მთარგმენელები მუშაობენ იურიდიულ დოკუმენტებზე და კომპეტენტურნი არიან ისეთ იურიდიულ სფეროებში, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, შრომის სამართალი ან ნებისმიერი სხვა დარგი, რომელიც თქვენ გჭირდებათ.
 
ჩვენ ვიცავთ იურიდიული დოკუმენტაციის შინაარსის კონფიდენციალურობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იურიდიულ ფირმებსა და სადაზღვევო კომპანიებთან. თქვენი მასალის უდიდესი სიზუსტით თარგმნისადმი ჩვენი ამომწურავი მიდგომა მოიცავს ადგილობრივი ენის მოთხოვნების იდენტიფიცირებას და დოკუმენტების კორექტურას მათ მიწოდებამდე. ყველა იურიდიული თარგმანი შესრულებულია ჩვენი იურიდიული სპეციალისტების მიერ და დოკუმენტები ძალაში იქნება იურიდიული მიზნებისთვის მთელ საქართველოში, ევროპაში, აშშ–ში და სხვა ქვეყნებში.

იურიდიული თარგმანის ნიმუშები:

იურიდიული

  • საკანონმდებლო აქტები 
  • სასამართლოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები
  • მამტკიცებელი დოკუმენტები
  • სასამართლო უწყებები და შუამდგომლობები და სხვა

ადმინისტრაციული

  • განსაზღვრები
  • დადგენილებები და გადაწყვეტილებები
  • ანგარიშები და ტექნიკური მასალა
  • დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების მოწმობები და სხვა

კერძო

  • კონტრაქტები
  • ანდერძები და მოწმობები
  • მინდობილობები
  • ფინანსური დოკუმენტები
  • სადაზღვევო ჩანაწერები
  • უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის დოკუმენტები და სხვა