თარგმანი ბიზნესისთვის

ჩვენი სააგენტოს საქმიანობის ერთ–ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს თარგმანები ბიზნესისთვის, იურიდიული და ეკონომიკური თარგმანები. ბიზნესისთვის ეკონომიკური ან იურიდიული თარგმანების პროფესიონალურ უზრუნველყოფას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ბიზნესთან დაკავშირებული თარგმანის ხარისხმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიზნესის უკვე არსებულ ან ახალ მიმართულებაზე, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმატებაზე, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე კომპანიის ეკონომიკური ან ფინანსური საქმიანობის ეფექტურობაზე.
 
მთარგმნელობით სააგენტო შპს „კავკაზუს თრანსლეიშენსს“ ჰყავს პროფესიონალ მთარგმნელთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ბიზნეს-ტექსტების, ბიზნეს-დოკუმენტებისა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ ტექსტების ხარისხიანი თარგმანი.

ეკონომიკური თარგმანები:

  • ეკონომიკური სტატიების, ეკონომიკური მიმოხილვების, ეკონომიკურ თემაზე დაწერილი წიგნების, მარკეტინგული ინფორმაციის, ანალიტიკური დოკუმენტების, სტატისტიკური ანგარიშების თარგმნა
  • ფინანსური დოკუმენტების, საბუღალტრო დოკუმენტების, აუდიტორული დასკვნების, ანგარიშების, ბალანსების, ფინანსური გეგმებისა და საბანკო დოკუმენტების თარგმნა
  • ბიზნეს-დოკუმენტების თარგმნა: ბიზნეს-გეგმების, საინვესტიციო გეგმების, საინვესტიციო წინადადებებისა და ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთებების თარგმნა
  • საქმიანი მიმოწერის წერილობითი თარგმანი

იურიდიული თარგმანი:

  • კომპანიების შეთანხმებების, ნორმატიული დოკუმენტების,  საბაჟო დოკუმენტებისა და დეკლარაციების თარგმნა
  • საკანონმდებლო აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, ექსპერტიზის დოკუმენტების და ადმინისტრაციული აქტების თარგმნა
  • ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტების – ხელშეკრულებების, კონტრაქტების, ოქმების, მოწმობების და სხვა იურიდიული დოკუმენტების და ტექსტების თარგმნა