ტექნიკური თარგმანი

ტექნიკური თარგმანი წარმოადგენს ისეთი დოკუმენტის თარგმანს უცხო ენაზე, რომელიც ტექნიკური სპეციალისტის მიერ არის შედგენილი. ტექნიკურ სპეციალისტებს სპეციალური ცოდნა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ეს ტექსტი მზად არის სათარგმნად, თქვენ გჭირდებათ მთარგმნელი, რომელსაც გააჩნია იდენტური უნარ-ჩვევები, მაგრამ სხვა ენაზე. ამდაგვარი დოკუმენტების თარგმნა მაღალი დონის უნარ-ჩვევებსა და დეტალებისადმი ყურადღებას  მოითხოვს.

თქვენ ტექნიკური სახელმძღვანელო, მასალის უსაფრთხოების მოწმობა ან სხვა ტექნიკური დოკუმენტი გაქვთ სათარგმნი? იქნება ეს სამშენებლო, საინჟინრო, ავტომატიზაციის, ელექტრომოწყობილობების, საავტომობილო, მეტალურგიის თუ მრეწველობის სფერო, შეგიძლიათ მშვიდად ანდოთ თქვენი ტექნიკური თარგმანი შპს „კავკაზუს თრანსლეიშენსს“.

„კავკაზუს თრანსლეიშენს“ უზრუნველყოფს ტექნიკური თარგმანის პროფესიონალურ მომსახურებას. ჩვენ გვაქვს სპეციალიზიაცია სხვადასხვა სექტორებში და  ჩვენი მთარგმნელები ყოველთვის თარგმნიან მხოლოდ თავის მშობლიურ ენაზე.

ტექნიკურ თარგმანთა ნიმუშები:

  • საჰაერო და კოსმოსური სივრცე
  • საავტომობილო მრეწველობა
  • ქიმიური პროდუქტები და სამკურნალო პრეპარატები
  • თავდაცვა
  • ენერგეტიკა
  • დაპროექტება
  • წარმოება
  • ნავთობისა და გაზის შესწავლა
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრია
  • ტელეკომუნიკაციები
  • მომხმარებლის სახელმძღვანელოები და სხვა