ხარისხის გარანტია

ჩვენს მიერ მოწოდებული ყველა მომსახურება გაივლის ხარისხის მკაცრ კონტროლს უშუალოდ მიღების მომენტიდან მის ჩაბარებამდე.
ჩვენი მთარგმნელები მაღალკვალიფიციური ლინგვისტები და თავის სფეროში ექსპერტები არიან, ისინი იძლევიან ზუსტი და სწორი თარგმანის და ინტერპრეტაციის გარანტიას და თავიდან იცილებენ უხარისხო თარგმანით გამოწვეულ დაბრკოლებებსა და ხარჯებს.
 
ჩვენს პროფესიონალ კორექტორებს და ტექსტის რედაქტორებს გამოცდილი თვალი  და ბრწყინვალე ლინგვისტური კვალიფიკაცია აქვთ. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იდგმება შემდეგი ნაბიჯები:

შემოწმება

პირველადი თარგმანის შემდეგ მთარგმნელი ამოწმებს თავის ნამუშევარს. აღნიშნული პროცესი მოიცავს აზრის გადმოცემის, გამოტოვებული ადგილების შემოწმებას ან შეცდომის გამოვლენას, და აგრეთვე დადგენილი სტანდარტებით მომსახურების შესრულების შემოწმებას. დამატებით, მთარგმნელი შეიტანს ნებისმიერ საჭირო შესწორებას.

კონტროლი

მაკონტროლებელი კორექტორი მთარგმნელისგან განსხვავებული პირია, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია საწყის და სამიზნე ენებში. მაკონტროლებელი კორექტორი შეამოწმებს თარგმანს საბოლოო მიზანთან მისი შესაბამისობის თვალსაზრისით. პროექტის საჭიროებისას, აღნიშნული მოიცავს საწყისი და სამიზნე ტექსტების შედარებას ტერმინოლოგიის თანამიმდევრულობის, გაფორმებისა და სტილის თვალსაზრისით.
მაკონტროლებელი კორექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ საჭირო კორექტივებს. კორექტივები ხელახალ თარგმანსაც კი ითვალისწინებენ.

რეცენზირება

სპეციალისტი უზრუნველყოფს ერთენოვან ანალიზს დადგენილ მიზანთან თარგმანის შესაბამისობის შეფასების მიზნით და შესთავაზებს კორექტივებს.
ექსპერტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ განვახორციელებთ საჭირო გამოსასწორებელ ზომებს.

კორექტურა

ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ  ტექსტის ზედმიწევნით შესრულებულ  კორექტურას. 

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ორენოვან კორექტურას
  • ერთენოვან კორექტურას
  • პრეპრინტურ კორექტურას

საბოლოო შემოწმება

მთარგმნელი დაადასტურებს, რომ მიწოდებული მომსახურება შეესაბამება მომსახურების სტანდარტებს.