დარეკვა+995 598 945 775 WhatsApp
info@caucasustranslations.com ილია ჭავჭავაძის გამზირი 39b-14, G&O ბიზნესცენტრი, თბილისი, საქართველო

ელექტრონული კომერციის ლოკალიზაცია, აპების ტესტირება და ხელოვნური ინტელექტის ენობრივი შეფასება საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმისთვის

2024 წლიდან Caucasus Translations საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმას ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ემსახურება. მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის გუნდი მყიდველისა და გამყიდველის ინტერფეისებს ქართულად ამზადებდა, ვებსაიტსა და აპებს ტესტავდა და აფასებდა, რამდენად კარგად ამუშავებდა მანქანური თარგმანი ელექტრონული კომერციის ქართულ ტექსტს.

თანამშრომლობა
მიმდინარეობს 2024 წლიდან
ენები
3 სამუშაო ენა
ქართული ვერსიის ტესტირება
79 საათი ქართული ვერსიის ტესტირების ერთ ციკლში

არსებული თარგმანებიდან გამოსაყენებელ სავაჭრო პლატფორმამდე

დასაწყისში უნდა დაგვედგინა, რომელი ქართული თარგმანის რედაქტირება შეიძლებოდა და რომელი უნდა გაკეთებულიყო თავიდან. თბილისის გუნდმა არსებული ტექსტი შეამოწმა ვებსაიტის, გამყიდველის პორტალისა და მობილური აპების ახალი მასალების მიღებამდე. გამყიდველის პორტალის ერთ დავალებაში თარგმნის შეწონილი მოცულობა 52 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავდა. რედაქტირების მოცულობა ცალკე განისაზღვრა.

ლინგვისტები საერთო და იურიდიულ ლექსიკონებს აწარმოებდნენ და ჩაბარებამდე ხარისხის ავტომატური შემოწმების გაფრთხილებებს განიხილავდნენ. ინტერფეისში ამოწმებდნენ, ეკრანზე ეტეოდა თუ არა ქართული ტექსტი და სწორად ჩანდა თუ არა ცვალებადი მნიშვნელობები, მაგალითად, კალათაში ნივთების რაოდენობა.

რას მიაგნო თბილისის გუნდმა სატესტო ვერსიებში

ერთ დასრულებულ ციკლში ჩვენმა ლინგვისტებმა და ინჟინრებმა ქართული ვერსია ვებზე, iOS-სა და Android-ზე 79 საათის განმავლობაში ტესტეს. ვებსაიტის სარეგისტრაციო ველი სტანდარტულ ქართულ მობილურ ნომერს უარყოფდა. Android-ზე შესვლის შეტყობინება სხვა ენაზე გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ აპში ქართული იყო არჩეული.

გუნდმა თითოეული პრობლემა პლატფორმისა და ეკრანის მიხედვით აღწერა, დაურთო ეკრანის სურათები და საჭიროებისამებრ შესწორებული ტექსტი მიაწოდა. პლატფორმის ინჟინრებმა იცოდნენ, რა მოხდა, სად მოხდა და რა უნდა გადაემოწმებინათ შემდეგ ვერსიაში.

როგორ შევაფასეთ მანქანური თარგმანი ქართულად

ლინგვისტებმა ექვსი მანქანური თარგმანის სისტემის ქართული შედეგები შეადარეს. ეძებდნენ აზრის ცვლილებას, გამოტოვებულ ინფორმაციას, გრამატიკულ შეცდომებსა და არაბუნებრივ ფორმულირებებს. პრობლემები ტექსტის თითოეული სტრიქონის მიხედვით აღწერეს და შედეგები სისტემების მიხედვით შეაჯამეს.

პროდუქტების ჩამონათვალისთვის სპეციალისტების მიერ შესრულებული ეტალონური თარგმანებიც მოვამზადეთ და ცალკე დიდი ენობრივი მოდელის ქართული შედეგები შევაფასეთ. გუნდმა მიიღო მაგალითები, როდის იყო საჭირო ადამიანის შემოწმება და როგორი ჩანდა გამოსაყენებელი ქართული ვერსია.

გჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის მითითებების ლოკალიზაცია ან პროდუქტის ტესტირება სამხრეთ კავკასიაში?

ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური პროექტისთვის აღწერეთ, რა ამოცანას უსვამენ მომხმარებლები სისტემას და როგორი უნდა იყოს კარგი პასუხი. მომსახურების მოცულობას შესამოწმებელი ნაწილების მიხედვით განვსაზღვრავთ.

ხელოვნური ინტელექტის მითითებების თარგმანი და ლოკალიზაცია
ადაპტირებული მითითებები, შეყვანის მაგალითები და დიალოგები, რომლებიც თავდაპირველ ამოცანას ინარჩუნებს და სამიზნე ენაზე ბუნებრივად ჟღერს.
მრავალენოვანი ჩატბოტის ან დიდი ენობრივი მოდელის ტესტირება
სატესტო სცენარები და პასუხების შემოწმება სპეციალისტის მიერ აზრის, ტერმინოლოგიის, ტონისა და მითითებების შესრულების მიხედვით.
შეფასების მონაცემები და ანოტაცია ხელოვნური ინტელექტისთვის
სპეციალისტის მიერ მომზადებული ეტალონური თარგმანი ან პასუხები და ანოტირებული მაგალითები, სადაც ჩანს, რას და რატომ სჭირდება შესწორება.
მანქანური თარგმანის შეფასება ან პოსტრედაქტირება
მოდელების პირდაპირი შედარება, პრობლემების ანგარიში ან სპეციალისტის მიერ რედაქტირებული ტექსტი შეთანხმებული გამოყენებისთვის.
ტესტირება პროდუქტში და შედეგების გადაცემა
სატესტო ვერსიების ეკრანის სურათები და პრობლემების ანგარიშები, ასევე განმარტება, როგორ მართოს გუნდმა ტერმინოლოგია და განახლების შემდეგ ხელახლა შეამოწმოს შესწორებები.

გამოგვიგზავნეთ მითითებების, ინტერფეისის ტექსტების ან მოდელის შედეგების ნიმუშები, სამიზნე ენები და გამოშვების განრიგი. ამით საპილოტე სამუშაოს შემოთავაზებასა და გაფართოებამდე გასაზომ მაჩვენებლებზე შეთანხმებას შევძლებთ.

მოითხოვეთ პროექტის ფასის შეთავაზება

დაკავშირებული მომსახურება