დარეკვა+995 598 945 775 WhatsApp
info@caucasustranslations.com ილია ჭავჭავაძის გამზირი 39b-14, G&O ბიზნესცენტრი, თბილისი, საქართველო

Samsung Georgia — Galaxy A16-ის გამოშვების ციფრული ლოკალიზაცია

Caucasus Translations-მა Samsung Galaxy A16-ის გამოშვებისთვის შემოწმებული ქართული ტექსტი 45 საათზე ნაკლებ დროში გადასცა. დავალება Samsung Georgia-სთვის ციფრული ლოკალიზაციის ნაწილია, რომელიც პროდუქტის გამოშვებას, ვებსაიტის განახლებასა და სარეკლამო კამპანიებს მოიცავდა.

კლიენტი
Samsung Georgia
სამიზნე ბაზარი
საქართველო
ენა
ქართული; სხვადასხვა დავალების დედნები ინგლისურ და რუსულ ენებზე
მომსახურება
ციფრული მასალის ლოკალიზაცია, პროდუქტის გაშვების ტექსტების თარგმანი და მეორე სპეციალისტის შემოწმება

ამოცანა

Samsung-ს ქართული ტექსტები სჭირდებოდა სხვადასხვა ციფრული მასალისთვის: პროდუქტის გამოშვებისთვის, ფუნქციების აღწერის გვერდებისა და აქციებისთვის. თითოეულ მასალას გამოქვეყნების თავისი ვადა ჰქონდა. როცა Samsung-მა Galaxy A16-ის პრიორიტეტულად დამუშავება გვთხოვა, დავალება რიგის სათავეში გადავიტანეთ და მეორე სპეციალისტის შემოწმება განრიგში შევინარჩუნეთ.

Galaxy A16-ის გამოშვების ტექსტი 45 საათზე ნაკლებ დროში

ქართულენოვანი მონახაზი მთარგმნელმა მოთხოვნის დღესვე მოამზადა. საბოლოო ფაილის გაგზავნამდე ტექსტი მეორე სპეციალისტმა შეამოწმა. მოთხოვნიდან შემოწმებული ქართული ტექსტის ჩაბარებამდე 44 საათი და 26 წუთი გავიდა.

ციფრული ლოკალიზაცია სხვა დავალებებისთვის

Samsung Find

ახალი ქართულენოვანი გვერდის ტექსტი ლოკალიზაციისა და შემოწმების შემდეგ მეორე დილით, მოთხოვნიდან 18 საათში გადავეცით.

Samsung Health

ქართული გვერდის განახლებული ტექსტი ვთარგმნეთ, შევამოწმეთ და მეორე დღეს ჩავაბარეთ.

Samsung Festival

კამპანიის მასალები საწყისი ენის მიხედვით გავყავით და შეთავაზებების გვერდისთვის ქართული ტექსტი ინგლისური და რუსული დედნებიდან მოვამზადეთ.

გეგმავთ პროდუქტის გამოშვებას ან ციფრულ კამპანიას საქართველოში?

გამოგვიგზავნეთ საწყისი ტექსტი, გამოქვეყნების დაგეგმილი თარიღი და პროდუქტის ტერმინოლოგია ან ბრენდის მითითებები. თუ რამდენიმე მასალა ერთდროულადაა საჭირო, გვითხარით ჩაბარების პრიორიტეტები. ქართულ ლოკალიზაციასა და ენობრივ შემოწმებას თქვენს განრიგს მოვარგებთ.

მოითხოვეთ პროექტის ფასის შეთავაზება

დაკავშირებული მომსახურება